The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ჩიტაშვილი

გურამ ჩიტაშვილი
Date of birth:1936
Date of death:2014  (at 78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი 1960 წელს.

1960-1964წწ. მუშაობდა ქ. ლენინგრადში თბომავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში კონსტრუქტორად და ჯგუფის ხელმძღვანელად; 1965-1968წწ. სწავლობდა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1968 წლიდან - ქ. რუსთავში საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპრომეზში" უფროსი ინჟინერი; 1969 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "თბოენერგეტიკული დანადგარების" კათედრაზე ასისტენტი, დოცენტი; ტექნიკური უნივერსიტეტის "თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკული დანადგარების" კათედრის სრული პროფესორი; 1981-1986წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული "ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის" ენერგეტიკის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ენერგეტიკის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის წევრი; სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "ენერგიის" რედკოლეგიის წევრი; საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის წევრი. მრავალი სამეცნიერო-ტექნიკური და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე; 140-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მეთოდური მითითების, სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს "ენერგეტიკული დანადგარები" მინიჭებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია. მისი სტატიები გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში. სტატია "ორთქლის ტურბინა" შესულია ქართულ ენციკლოპედიაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: თბოენერგეტიკა, თბოელექტროსადგურები, ორთქლტურბინული, აირტურბინული და ორთქლაირული დანადგარები, კოგენერაცია, ორფაზა ნაკადების თერმოგაზდინამიკა, თბომომარაგება. იყო სადისერტაციო საბჭოს წევრი, ხელმძღვანელობდა მაძიებლებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ცნობილი მეცნიერი და აღიარებული სპეციალისტი თბოტექნიკისა და თბოენერგეტიკის დარგში, უმაღლესი სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.381

Member of Organizations

  • საერთაშორისო ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია (აშშ, ქ. ატლანტა), წევრი
  • საქართველოს დამოუკიდებელ ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: