Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო ჩიკვაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მემბრანოლოგიის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1985 წელს დაიცვა საკვალიფიკაციო დისერტაცია თემაზე: "მაიონიზირებელი დასხივების გავლენა თავის ტვინის მემბრანულ ცილებზე". 1992 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, ამავე წელს მუშაობა დაიწყო თელ-ავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ფარმაკოლოგიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე, სადაც სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მისი ნაშრომები წარმოდგენილია და მოხსენებულია მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე, გამოქვეყნებულია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. ისრაელში ამოსვლისთანავე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხელს უწყობდა ებრაული თემის ინტელიგენციის კონსოლიდაციას, და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, არჩეული იყო საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მეცნიერების კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, სემკ-ის ვებ-საიტის შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად, მონაწილეობდა მასალების შეგროვებასა და წარმოჩენაში. 2014 წლის 1 იანვარს მიენიჭა პროფესორის წოდება. ბიოქიმიკოსი თელ-ავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერებათა დოქტორი, 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |