Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: წულუკიძის რაიონი (ახ. ხონის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ძებნა-ძიების სპეციალობით 1958 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1958 წლიდან იყო "საქგეოლოგიის" ლანჩხუთის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მუშა; 1960 წლიდან - ინჟინერ-გეოლოგი; 1964 წლიდან - თეთრი წყაროს გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1969-1978წწ. - თერჯოლის გეოლოგიური პარტიის მთავარი ინჟინერი; 1978-1993წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური-საძიებო კანტორის გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1993-1995წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური-საძიებო კანტორის დირექტორი; 1995-1997წწ. - "საქნავთობის" შპს "ნავთობგაზძიების" გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. - "საქნავთობის" ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი; 1999-2004წწ. - "საქნავთობის" ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. - "სქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.385 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |