Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ჩიხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1956 წელს. 1956-1964წწ. მუშაობდა ტრესტ "საქნახშირმადნეულში" სხვადასხვა თანამდებობებზე: ცვლის ოსტატი, უფროსი ოსტატი, ჯგუფის უფროსი, მთავარი ინჟინერი, გეოლოგიური საძიებო პარტიის უფროსი; 1964-1971წწ. - "საქგეოლოგიის" მენჯის ჰიდროგეოლოგიური პარტიის მთავარი ინჟინერი და თბილისის გაზსაძიებო ექსპედიციის ჭაბურღილების გამოცდისა და ათვისების სამსახურის უფროსი; 1972-1974წწ. იმყოფებოდა მივლინებით კუბის რესპუბლიკაში; 1974 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" დედოფლისწყაროს ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი; 1975 წლიდან - "საქნავთობის" საძიებო ჭაბურღილების ათვისების კანტორის დირექტორი; 1987 წლიდან - "საქნავთობის" საწარმოო-ტექნიკური მომსახურების, მოწყობილობის კომპლექტაციის სამმართველოს ბაზის უფროსი; 1988 წლიდან - სატამპონაჟო სამმართველოს უფროსი; 2008-2009წწ. - სატამპონაჟო სერვისის სპეციალისტი. 1985 წელს დააჯილდოეს საკავშირო ნავთობის და გაზის სამინისტროს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.386-387 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |