Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კრიხელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში. 1956 წლიდან კი ჯერ თბილისის საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის საპროექტო ბიუროში. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშე. 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. ივრითის შესწავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო სამხედრო მრეწველობის ქარხანაში, იყო ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი, დანერგა არაერთი ტექნოლოგიური სიახლე. მიხეილ კრიხელი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა ახალ ჩამოსულების მიმართ აბსორბციის გასაადვილებლად. იყო "სოხნუთის" წარმომადგენელი საქართველოში. 50 წლის ასაკში ხელი მოჰკიდა ჭედურობას და შექმნა ხელოვნების ნიმუშები. მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში. წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org; საქართველო ჩემი გამზრდელია, ისრაელი კი - დედა-სამშობლო : ინტერვიუ / მ. კრიხელი ; მენორა. თბილისი, 2001. 15-28 თებერვალი. - N4. - გვ.2 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |