Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა რუსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა აკად. ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1995 წელს. 2000-2003წწ. მუშაობდა ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკის კათედრის ასისტენტად; 2011 წლიდან არის ქუთაისის N23 ბაგა-ბაღის დირექტორი; 2015-2018წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი, ხოლო 2017-2018 წლებში ამავე უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) მკვლევარი, სადაც მის მიერ დამუშავდა "საჯარო მმართველობის ინდექსი (Ipa) - თვითმმართველი ერთეულების მართვის ტექნოლოგია"; 2018 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი; 2016-2019წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მიწვეული ლექტორია, ხოლო 2019 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2023 წლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსში "მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" (RA 2023) მისი საკონკურსო განაცხადი (RA-23-063) სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში ოთხ საუკეთესო განაცხადს შორის აღიარეს; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი - 5 წიგნი და მონოგრაფია, 18 სამეცნიერო სტატია. საჯარო მმართველობაში დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი თემა - "საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები (იმერეთის მაგალითზე)". საჯარო მმართველობის დოქტორი. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |