The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა ქუთათელაძე

ნათელა ქუთათელაძე
Date of birth:1910
Date of death:1996  (at 86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს.

1933 წლიდან მუშაობდა "კვებპროექტში", "ახალმშენის" სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებლად, "თბილმშენის" სამშენებლო ტრესტის კანტორის უფროსად; სამამულო ომამდე იყო თბილისის საავაციო ქარხნის მშენენებლობის თავდაპირველად სამშენებლო უბნის უფროსი, შემდეგ კი - საწარმო-ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1944-1947წწ. მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1951-1952წწ. მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოდგილე მშენებლობის დარგში; თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტში ხელმძღვანელობდა მშენებლობასა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებას; 1953-1958წწ. იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, 1958 წლიდან - საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ის იყო პირველი ქართველი ინჟინერ - მშენებელი ქალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1982).

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.222-224

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში)
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: