Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ღუღუნიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით 1953 წელს; მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1959 წელს. 1959-1960წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1960-1961წწ. თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1961-1963წწ. ქ. ლენინგრადის ელექტროშედუღების მოწყობილებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1963-1969წწ. ელექტრომანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1969-1985წწ. გაერთიანება "კვანტი: (ქ. მოსკოვი) ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1985-1987წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას" ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, დირექტორის მოადგილე; 1987 წლიდან გადაიყვანეს საქართველოს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ალგორითმის" გენერალური დირექტორის მოადგილედ. გამოქვეყნებული ჰქონდა 150-ზე მეტი ნაშრომი. არის 16 გამოგონების ავტორი. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართელოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საშემდუღებლო წარმოების დანადგარებისა და ტექნოლოგიის კათედრის დაფუძნებასა და მისი სასწავლო-სამეცნიერო ბაზის ჩამოყალიბებაში. მის მიერ გალვანოტექნიკის დარგში დამუშავებულ მრავალ არსებულ მეთოდთაგან აღსანიშნავია ნაშრომი სახელწოდებით "ღუღუნიშვილის მეთოდის გამოცდა", რომელიც დაიბეჭდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ( დაიცვა 1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტში). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.226-227 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |