The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაფიელ ჩიქოვანი

რაფიელ ჩიქოვანი
Date of birth:29 November, 1930
Date of death:2019  (at 88 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1963-1965წწ. მუშაობდა  მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტში; 1965-1973წწ. თბილისის ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი საკავშირო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეგ სამეცნიერო მუშაობის დარგში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით ინსტიტუტში  შეიქმნა ნახევარგამტარული ოპტოელექტრონიკის მიმართულება; 1973-1977წწ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონის" დირექტორის მოადგილედ; 1977-1984წწ. ინსტიტუტ "მიონის" და მისი ქარხნის დირექტორად; 1998-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, სტუ-ის ფუნდამენტურ მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის ხელმძღვანელი, ფუნდამეტურ მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა-ტექნიკისა  და ელექტრონიკის  ფაკულტეტის დეკანი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1970 წელს), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (დაიცვა 1998 წელს), პროფესორი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.232-233

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი, აკადემიკოსი (1992-)

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში)

Bibliography


Share: