The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩხეიძე

ოთარ ჩხეიძე
Date of birth:1927  (98 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1951 წელს.

მუშაობდა უზბეკეთის ნავთობის მრეწველობის სამინისტროში, შემდეგ 1956 წლამდე ქ. თბილისში გეოლოგიური სამინისტროს ხაზით. 1956 წლიდან "თბილჰიდროპროექტში" გაიარა გზა ინჟინრის თნამდებობიდან მთავარ სპეციალისტამდე. მონაწილეობა აქვს მიღებული ნამახვანჰესის, ვარციხეჰესის, ხრამჰეს-2-ის, ენგურჰესის, ბზიფიჰესის, ხუდონჰესის, ტობარიჰესის, ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის, საშუალო და მცირე ჰესების საძიებო-სასპროექტო სამუშაოებში. 1976-1977წწ. მივლინებით იმყოფებოდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიწისქვეშა წყლების მარაგის შესწავლის მიზნით სარწყავ სისტემებისთვის. "თბილჰიდროპროექტში" მუშაობის პერიოდში იყო პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. მიღებული აქვს საპატიო სიგელები დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის, მუშაკთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.395

Awards and Honors

  • 2003 - საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი

Share: