The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარლენ ძნელაძე

მარლენ ძნელაძე
Date of birth:1945  (80 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური, გურიის მხარე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1968 წელს.

მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1969-1972წწ. - ჩოხატაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო, ინჟინერი; 1973 წლიდან - "საქმთავარენერგო", დისპეტჩერი; 1979 წლიდან - უფროსი დისპეტჩერი, სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1980-1982წწ. - ენგურის ჰესების კასკადის ვარდნილ ჰესი-1-ის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1982-1985წწ. - "საქმთავარენერგოში" იმედიანობის სამსახურის უფროსი, "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე, პერსპექტიული სამსახურის უფროსი; მონაწილეობდა ატომური ელექტროსადგურის, თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკების და სხვა ენერგოობიექტების დასაბუთებასა და პროექტირებაში; 1985-1986წწ. - თბილსრესის დირექტორის მოადგილე; 1986 წლიდან - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, უფროსის მოადგილე; 1988-1993წწ. - "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1993 წლიდან - თბილსრესის გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან - დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის მოადგილე. როგორც ექსპერტი, მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის შემუშავებაში ტასისის პროექტის ფარგლებში; იყო ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის სახელმწიფო კომიტეტის მდივანი, მონაწილეობდა რესტრუქტურიზაციის პროგრამის დამუშავებასა და განხორციელებაში. 1997-2000წწ. - "საქენერგოს" ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, უფროსი; 2000-2001წწ. - "ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000"-ის საგარეო ურთიერთობებისა და კონტრაქტების სამმართველოს უფროსი; 2001-2006წწ. - ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დეპარტამენტის დირექტორი; 2006 წლიდან - შპს "სპეცენერგორემონტის" მარკეტინგის დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.406


Share: