The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ქავთარაძე

ივანე ქავთარაძე
Other name:იან
Date of birth:1897
Date of death:2 August, 1944  (at 47 years)
Category:Historian, Military Person

Biography

პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა შორის იყო ივანე (იან) ქავთარაძე. პოლონეთში 1920-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდა. საქართველოს ისტორიის ლექციებს კითხულობდა ვარშავის აღმოსავლეთის ინსტიტუტში.

1924 წლის დეკემბერში შეიქმნა აღმოსავლეთის ინსტიტუტი, პოლონური აღმოსავლეთმცოდნეობის ტრადიციების განახლების მიზნით. ოციანი წლების მეორე ნახევარში ინსტიტუტთან დაარსდა აღმოსავლეთის შესწავლის სკოლა, რომელიც 1930 წელს განათლებისა და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დამტკიცებული. მოგვიანებით შეიქმნა საქართველოს განყოფილება, სადაც ლექტორებად მიიწვიეს ივანე ქავთარაძე და გიორგი ნაკაშიძე. 1929 წელს აღმოსავლეთის ინსტიტუტმა გამოსცა იან (ივანე) ქავთარაძის წიგნი "გრუზია" პოლონურ ენაზე. წიგნი გამდიდრებულია ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა პორტრეტებითა და სქართველოს რუკით. ივანე ქავთარაძე მეუღლესთან ერთად დახვრიტეს 1944 წლის 2 აგვისტოს, ვარშავის აჯანყების დროს.

წყარო: რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : ფოტოალბომი / დავით ყოლბაია.-ვარშავა,2019.-გვ.228


Share: