The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ნიკოლაძე

ეკატერინე ნიკოლაძე
Other name:კატო ნიკოლაძე
Date of birth:24 November, 1854
Date of death:22 May, 1931  (at 76 years)
Category:Educator, Public Man, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი; 1873 წელს იგი ძმამ ნიკომ, ეკატერინე, ოლიმპიადა (მესამე და) და ოლღა გურამიშვილი (შემდეგში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), საზღვარგარეთ, კერძოდ ციურიხში წაიყვანა სასწავლებლად, იქიდან კი ჟენევის უნივერსიტეტში.

1873-1874 წლებში ეკატერინე ემიგრანტ-რევოლუციონერთა წრეებში ტრიალებდა და სამეცნიერო საგნების გარდა, სოციალისტურ-რევოლუციურ იდეებსაც ეცნობოდა; იგი სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, შვეიცარიაში აქტიურად იყო ჩართული ქართველი ახალგაზრდობის მიერ დაარსებული საზოგადოება "უღელის" საქმიანობაში, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ, სერგეი მესხმა და გიორგი წერეთელმა დააარსეს; საზოგადოების მიზანს წარმოადგენდა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდობის გაერთიანება, ევროპის სოციალისტური მოძრაობის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია საქართველოში და საერთოდ კავკასიაში; "უღელის" ყველა წევრის ოცნება იყო სამშობლოს გათავისუფლება, რის გამოც ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სხვა ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან; 1874 წელს, ეკატერინე ქართველ ემიგრანტთა კოლონიის თაოსნობით მოწვეულ კავკასიელთა კონგრესს დაესწრო; განათლების მიღების შემდეგ, იგი ევროპიდან ქუთაისში დაბრუნდა, სადაც პედაგოგიურ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა; 1883 წელს ეკატერინემ დასთან, ანასტასიასთან ერთად ქუთაისში დააარსა მხატვრული ჟურნალი "ქართული ბიბლიოთეკა", რომლის რედაქტორი გახლდათ ეკატერინე ჭყონია-ლორთქიფანიძე, რადგან მთავრობა ნიკოლაძის ქალებს, როგორც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთ, არ ენდობოდა; ჟურნალში თანამშრომლობდნენ ოლგა და მარიამ ხელთუფლიშვილები, ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძე (დავით ყიფიანის ქალიშვილი), ანა სიმონის ასული მესხი-პეტრიაშვილი და სხვ. ჟურნალის მთავარი ხელმძღვანელები და რედაქტორ-კორექტორები უმთავრესად ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეები იყვნენ; ჟურნალი 1883-1884 წლებში გამოდიოდა, იმავე ხანებში ისინი ღარიბ ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ; 1884-1885 წლებში ეკატერინემ თავის დებთან, ანასტასიასთან და ეფროსინესთან ერთად, რომელიც ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე იყო, ქუთაისში კერძო სკოლა დააარსა. 1890 წელს ეკატერინემ და ანასტასიამ ქუთაისში, თავიანთ სახლში კერძო პანსიონი გახსნეს; ეს კერძო პანსიონი 1918 წლამდე არსებობდა. 1890-იან წლებში, ეკატერინესთან ერთად, დანარჩენი დებიც - ოლიმპიადა, ანასტასია და ეფროსინე მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში; ეკატერინე 1917 წლის რევოლუციამდე იყო ხელმძღვანელი და ერთ-ერთი აქტიური მუშაკი - 1877 წლიდან, როგორც სცენისმოყვარულთა წრის მთარგმნელი და მსახიობი, ხელმძღვანელობდა ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას, სააზნაურო სკოლის კომიტეტს, საკვირაო სკოლას, სახალხო უნივერსიტეტს, საღამოს კურსებს, ასევე იყო ქუთაისელ ქალთა საქმიანობის მესვეური და კრების თავმჯდომარე; მან საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის სახალხო თეატრს და სცენისმოყვარულთა დახმარებით წარმოდგენებს მართავდა ქუთაისში, ჭიათურასა და სხვა ქალაქებში; ეკატერინე ნიკოლაძე არცერთ საზოგადო საქმეს არ აკლდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან 1920 წლამდე, მთელი 40-50 წლის მანძილზე, ეკატერინე ნიკოლაძე თავის დებთან ერთად იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადო ცხოვრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო - ქართული თეატრი, თარგმანები და გამომცემლობა, სახალხო წარმოდგენების მოწყობა, სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და სტიპენდიები, ახალგაზრდების და დევნილების დახმარება; ეკატერინე ნიკოლაძე ასევე ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას, თარგმნიდა, ატარებდა ლიტერატურულ საღამოებს. აკაკი წერეთელი ქუთაისში ყოველთვის ნიკოლაძეებთან იდებდა ბინას. იაკობ ნიკოლაძის ქალიშვილი, ნიკო ნიკოლაძის და.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.556

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1913-)

Bibliography

  • აკლდამები : ქრისტიანობის პირველ საუკუნეთა ცხოვრების ამბავი ან. და ეკ. ნიკოლაძის ქალების ნათარგმნი [ევგენია (სალიასი) ტურის რუსული თარგმანიდან. (Translator). - ქუთაისი, ნ. ი. გამრეკელის სტ., 1893. - 444გვ.

Share: