The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ჭინჭარაული

თემურ ჭინჭარაული
Date of birth:1944  (81 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს.

1967-1971წწ. მუშაობდა საკავშირო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინრად; 1971-1975წწ. - ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975). 1975-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, საინსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი; 1977-1997წწ. - თბილისის მერიის სტრუქტურა; 1997-1998წწ. - მუნიციპალური საწარმო "თელასის" გენერალური დირექტორი; 1998-1999წწ. - მუნიციპალიტეტის მთავარი მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში; 1999-2003წწ. - თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს მიწისქვეშა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევა გარემომცველი არეს გათვალისწინებით. მისი მონაწილეობით განხორციელდა ენგურჰესის მიწისქვეშა სამანქანო დარბაზის ქვაბულის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა. აღნიშნული კვლევები დაედო საფუძვლად ენგურჰესის მიწისქვეშა სამანქანო დარბაზის გამაგრება-მოპირკეთების კონსტრუქციების ოპტიმიზაციას. მისი მონაწილეობით შესრულდა ტვიშის ჰესის გრავიტაციული კაშხლის ფუძის ფილტრაციული გაანგარიშებები. 1999 წლიდან - სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2006 წელს აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.417

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2007-)

Share: