შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამუნა მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე; პარალელურად ლევან ჭოღოშვილის სახელოსნოში ეუფლებოდა ფერწერას; დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1989 წელს. 1990-იანი წლებიდან მუშაობს კინოსა და ვიდეოარტის მიმართულებით, აფორმებს თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს. ვიდეო-არტისა და ინსტალაციების გარდა, ამზადებს კერძო სახლების ინტერიერებისათვის ვიტრაჟულ ესკიზებს, ასევე ქმნის საოფისე შენობებისთვის ლითონის ფასადის დიზაინს. ხელოვანი ძირითადად მუშაობს ზეთის საღებავებით ტილოზე, ბრინჯის ხელნაკეთ ქაღალდსა და მუყაოზე. 2000 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა წელს მონაწილეობდა პეკინის ბიენალეში, თბილისისა და ერევნის ხელოვნების ბაზრობებში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციების ნაწილია. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 160-161; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; marketer.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |