Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჭიჭინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1977 წელს. მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოში მბურღავის თანაშემწედ. გაიარა თითქმის ყველა საფეხური თავისი სპეციალობით: მბურღავი, ბურღვის ოსტატი, სამმართველოს უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, "საქნავთობის აპარატის ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი. 1986 წლიდან - ქართლის საძიებო ღრმა ბურღვის, ხოლო მოგვიანებით საცდელ ექსპერიმენტალური ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანიაში (შემდგომში "კანარგო") ტექნიკური დირექტორი; 2015 წლიდან - გენერალური მდივნის მრჩეველი. არის მრავალი რაციონალიზაციისა და გამოგონების ავტორი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა ახლო ურთიერთობები სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მისი შრომითი მოღვაწეობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი, გაიბურღა მრავალი ღრმა საძიებო და საექსპლუატაციო ჭაბურღილი, ჩატარდა მრავალი ექსპერიმენტი და დაინერგა მრავალი ახალი გამოგონება და ტექნოლოგია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.419
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |