The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კუკური ჭოხონელიძე

კუკური ჭოხონელიძე
Legal name:ვლადიმერ ჭოხონელიძე
Date of birth:1932
Date of death:1994  (at 62 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობით ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო ტყვარჩელსრესში, შემდეგ რიონჰესში მორიგე ინჟინრად; 1957-1960წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ელ. გადამცემი ხაზების განყოფილების ინჟინერი; 1960-1962წწ. - "საქსახქალაქპროექტის" ბათუმის ფილიალში ელ. ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1962-1966წწ. - ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" ელ. გადამცემი ხაზების განყოფილებაში უფროსი ინჟინერი, მონაწილეობს 35-110კვ ძაბვის ელ. გადამცემი ხაზების პროექტირებაში; 1966-1975წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "საქსახსოფელპროექტის" ელ. ტექნიკური განყოფილების უფროსი. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით დამუშავდა სოფლის მეურნეობის მრავალი ობიექტის ელექტრომომარაგებისა და ავტომატიზაციის პროექტი. 1975-1983წწ. - "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღების საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, დირექტორის მოადგილე; 1983-1984წწ. - საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" 500 კვ ელ. გადამცემი ხაზის აზსრესი-მუხრანის ველის პროექტის მთავარი ინჟინერი; 1984-1994წწ. - "საქსახსოფლპროექტში" ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1994 წელს - საქართველოს ჰიდრომეტცენტრში სეტყვასთან ბრძოლის სამმართველოს განყოფილებაში მთავარი ენერგეტიკოსი. დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და მედლით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.422


Share: