The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ხარატიშვილი

მიხეილ ხარატიშვილი
Date of birth:1925
Date of death:1985  (at 60 years)
Category:Geologist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ყვარელის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1948 წელს.

1948 წლიდან მუშაობდა რუსეთში, ქ. კრასნოდონის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის უბნის გეოლოგად, უფროს გეოლოგად, მთავარ ინჟინრად; 1952 წლიდან - მაგადანის ოლქის ქ. პევეკში "შორმშენის" ექსპედიციის უფროსი; 1955 წლიდან ვოროშილოვგრადის ოლქის ქ. დოლჟანკაში გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მთავარი ინჟინერი; 1957-1959წწ. ტრესტ "საქნახშირძიების" ტყიბულ-გელათის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის უფროსი; 1959 წლიდან ამავე ტრესტის ნორიო-მარტყოფის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მთავარი ინჟინერი; 1961 წლიდან კავთისხევის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის უფროსი; 1963 წლიდან ტრესტ "საქნახშირძიების" მომარაგების უფროსი; 1967 წლიდან "საქგეოლოგიის" თბილისის გაზძიების ექსპედიციის უფროსის მოადგილე; 1972 წლიდან "საქნავთობის" გეოლოგიურ-საძიებო კანტორის დირექტორი; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე "საქნავთობის" გენერლური დირექტორის მოადგილე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.429

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

Share: