The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ხელიძე

გრიგოლ ხელიძე
Date of birth:14 September, 1956  (68 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1978 წელს.

1978-1980წწ. - საპროექტო ინსტიტუტი "თბილჰიდროპროექტი", ჰიდროტექნიკური განყოფილება, ინჟინერი; 1981-2011წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაგებობათა ჰიდრავლიკის და ჰიდროდრეკადობის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1999-2021 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტერტი, პროფესორი; 2021 წლიდან - ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. პროფესიული გამოცდილება: ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტება, გაანგარიშება, მათემატიკური მოდელირება; ჰესების სადაწნეო სისტემებში მიმდინარე გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების გამოკვლევა, წყლის დინამიკური დატვირთვების გაანგარიშება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და კალაპოტური პროცესების ჰიდრავლიკა, ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშებები; ჰესების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და კონგრესებში. ენერგეტიკის ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა მიატლის, ირგანაის, ნამოხვანის ჰესების, ჟინვალისა და ახალციხის კომპლექსური ჰიდროკვანძებისათვის ჩატარებულ კვლევებში. კონსულტაციას უწევდა მთელი რიგი მცირე ჰესების დაპროექტებას. 2004 წელს მიწვეული იყო საქართველოს წყალსამეურნეო დანიშნულების კაშხლების უსაფრთხოების კომისიის წევრად. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ნამოხვანის ჰესების (ტვიში ჰესი, ნამოხვანი ჰესი, ჟონეთი ჰესი) კასკადის წყალმიმღები, წყალსაგდები და წყალგამტარი ტრაქტების ჰიდრავლიკური გაანგარიშება (2007); დადგინდა აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონის მდინარეების ტექნიკური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (2009); ხუდონჰესის წყალსაცავის დალამვის პროგნოზი ენგურჰესის წყალსაცავში ჩატარებული ინსტრუმენტული გაზომვების შედეგების გათვალისწინებით (2012); ბახვი-3 ჰესის სადაწნეო აუზის ავანკამერის, წყალსაგდები ტრაქტისა და წყალმიმღების ჰიდრავლიკური მახასიათებლების დაზუსტება (2014). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1985), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2003).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყალსაცავის გარემომცველი სამთო მასივის დეფორმაციების პროგნოზირების უნივერსალური მეთოდიკა", დაიცვა 1998 წელს. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.434; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტი, საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკული აკადემია, პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • ჰიდრავლიკურ კვლევათა საერთაშორისო ასოციაცია (IAHR), საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: