Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ხოსროშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: წითელწყარო. დაამთავრა ამიერკავკასიის გეოლოგიური საძიებო ტექნიკუმი 1932 წელს; ქ. გროზნოს ნავთობის ინსტიტუტი 1937 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1937 წლიდან - ტრესტ "ვოროშილოვნავთობის" ჭაბურღილის უფროსი; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946-1949წწ. - "საქნავთობის" სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები; 1949-1966წწ. - პარტიული სამუშაო. წლების განმავლობაში იყო წითლწყაროს რაიკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; პარტიის რაიკომის მეორე და პირველი მდივანი; სიღნაღის ზონალური საკოლმეურნეო საწარმოს სამმართველოს პარტკომი; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული ორგანოების განყოფილების გამგე; 1966-1973წწ. - ტრესტ "საქნავთობის" მმართველი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავთან დაკავშირებით", მედალი "პრაღის განთავისუფლებისათვის", დიდ სამამულო ომში ბრძოლების წარმატებული ხელმძღვანელობისთვის მიღებული ჰქონდა უმაღლესი მთავარსარდლის 15 მადლობა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.439 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |