შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუზეპე მარია ძამპი![]()
ბიოგრაფიავარაუდობენ, რომ ჯუზეპე მარია ძამპი იმ ორ მისიონერთაგანია, რომლებიც 1645 წელს ჩამოვიდნენ სამეგრელოში. 1672 წელს მან საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში წარუდგინა "ქართველ ეპისკოპოსთა რწმენის თხრობა", ჟან შარდენს კი მეგრელების რელიგიის აღწერილობა, რომელიც მას, ჟან შარდენის სიტყვით, შეუდგენია სამეგრელოში 23 წლის ცხოვრების შემდეგ; თავისი მოგზაურობის აღწერილობაში ძამპი მოკლედ მიმოიხილავს სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას. მოხსენებული ჰყავს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ირბახი), დაწვრილებით აქვს აღწერილი სამეგრელოს ეკლესიების არქიტექტურა, ინტერიერი, სამღვდელოების ჩაცმულობა, ხატები, ზარები, რელიკვიები. მთელი თავები აქვს დათმობილი ღვთისმსახურების, რელიგიური წეს-ჩვეულებების აღწერას, აგრეთვე საკულტო ტერმინოლოგიას ქართულ ენაზე (ლათინური ტრანსკრიპციით); შეიცავს მდიდარ ფოლკლორულ და საყოფაცხოვრებო მასალას. ამ მხრივ მისი შრომა არქანჯელო ლამბერტის ცნობების გაგრძელებაა. თეათინელთა ორდენის ბერი. მისიონერი, თეათინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264., ღვთისკაცები : თეათინელი მისიონერების ღვაწლი დასავლეთ საქართველოში // ჩვენი მწერლობა. - თბ., 2013. - 23 აგვისტო. - N17(199). - გვ.72
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |