Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუზეპე მარია ძამპი![]()
Biographyვარაუდობენ, რომ ჯუზეპე მარია ძამპი იმ ორ მისიონერთაგანია, რომლებიც 1645 წელს ჩამოვიდნენ სამეგრელოში. 1672 წელს მან საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში წარუდგინა "ქართველ ეპისკოპოსთა რწმენის თხრობა", ჟან შარდენს კი მეგრელების რელიგიის აღწერილობა, რომელიც მას, ჟან შარდენის სიტყვით, შეუდგენია სამეგრელოში 23 წლის ცხოვრების შემდეგ; თავისი მოგზაურობის აღწერილობაში ძამპი მოკლედ მიმოიხილავს სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას. მოხსენებული ჰყავს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ირბახი), დაწვრილებით აქვს აღწერილი სამეგრელოს ეკლესიების არქიტექტურა, ინტერიერი, სამღვდელოების ჩაცმულობა, ხატები, ზარები, რელიკვიები. მთელი თავები აქვს დათმობილი ღვთისმსახურების, რელიგიური წეს-ჩვეულებების აღწერას, აგრეთვე საკულტო ტერმინოლოგიას ქართულ ენაზე (ლათინური ტრანსკრიპციით); შეიცავს მდიდარ ფოლკლორულ და საყოფაცხოვრებო მასალას. ამ მხრივ მისი შრომა არქანჯელო ლამბერტის ცნობების გაგრძელებაა. თეათინელთა ორდენის ბერი. მისიონერი, თეათინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264., ღვთისკაცები : თეათინელი მისიონერების ღვაწლი დასავლეთ საქართველოში // ჩვენი მწერლობა. - თბ., 2013. - 23 აგვისტო. - N17(199). - გვ.72
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |