Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ელექტრული ქსელები და სისტემები, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო კვების მრეწველობის გაშვება-გაწყობის სამმართველოში. 1967-1974წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1977წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1979 წლიდან - "საქენერგოში" ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი, იმედიანობის სამსახურის უფროსი; 1995-2002წწ. - "საქენერგოს" ქვემო ქართლის ელექტრული ქსელების დირექტორი; 2002-2012წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" აპარატში სხვადასხვა თანამდებობები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. 1992 წელს მივლინებული იყო აფხაზეთში, მონაწილეობდა სოხუმისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით სამუშაოებში. მონაწილეობდა ჭუბერიდან თბილისში დევნილების გადმოყვანაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.442-443
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |