Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვატია დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც ის მფრინავის პროფესიას ეუფლებოდა. მხატვრობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. სწავლის დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს დაუახლოვდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენელები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. წლების მანძილზე იგი თელავში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ნამუშევრები კახეთის გარდა იშვიათად გამოფენილა. მხატვრის შემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო აბსტრაქტული გახდა და 90-იანებიდან ხელოვანმა აქტიურად დაიწყო "მეტანამუშევრების" შექმნა. ის მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად შედგა. ერთი შეხედვით, ნაივური, ჭრელი და გადატვირთული ნატურმორტები თუ პეიზაჟები დავითაშვილის გამორჩეულად პერსონალურ მხატვრულ სამყაროს ქმნის. დავითაშვილის მხატვრობამ დიდი გავლენა იქონია თელაველ თვითნასწავლ მხატვრებზე, რომლებმაც ქართულ მხატვრობას მრავალი საინტერესო ნამუშევარი შემატეს და თელავში ქალაქისთვის სახასიათო უნიკალური ფერწერის სტილი დაამკვიდრეს. თვითნასწავლი მხატვრი. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 18-19; hammockmagazine.ge; at.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |