Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაშო ფიცხელაური![]()
Biography1912 წელს მაშო ფიცხელაურმა საკუთარი სახსრებით გახსნა საფეიქრო სკოლა და მისივე ინიციატივით ჩამოიტანეს თიანეთში პირველი საფეიქრო დაზგა. 1917 წელს მუშაობდა თიანეთის სახალხო სასამართლოში მდივნის თანამდებობაზე, იყო ქალთა განყოფილების გამგის ინსტრუქტორი და შემდეგ ამავე ორგანიზაციის გამგე. 1921 წელს იგი გააგზავნეს ქალთა პირველ ყრილობაზე, როგორც თიანეთის წარმომადგენელი. 1922 წელს მუშაობდა განათლების განყოფილებაში და მალევე აირჩიეს აღნიშნული განყოფილების თავმჯდომარედ. ამის პარალელურად იყო აღმასკომის პრეზიდიუმის წევრი. 1925 წლიდან დაინიშნა თიანეთის პროფტექნიკუმში ჭრა-კერვის მასწავლებლად. 1932 წლიდან იყო თიანეთიში საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ამავდროულად თიანეთის მეტეოროლოგიური სადგურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 1935 წლიდან კი ამავე სადგურს ხელმძღვანელობდა. მაშო ფიცხელაურმა ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, სეზონურად დაამზადა ბელადონა, რომელიც გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტიკაში, ასევე დაამზადა ამავე მცენარის თესლი, რაც საქართველოში პირველი შემთხვევა იყო. ამ საქმის გამო იგი დააჯილდოვეს ფულადი პრემიით. მოსკოვში გამოიცა წიგნი ბელადონას თესლის დამზადების შესახებ, სადაც მაშო ფიცხელაური მოხსენებული იყო როგორც ამ საქმის მოწინავე. მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან. პოეტი არაერთხელ მისულა სტუმრად ფიცხელაურების ოჯახში. მაშო ფიცხელაურის დიდი მონდომებით და მუშაობით შეიქმნა თიანეთში მხარეთმცოდეობის მუზეუმი, სადაც ძალიან საინტერესო და ძვირფასი ექსპონატები თავად მაშოს მოძიებული და გადაცემული იყო.
წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge; gza.kvirispalitra.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |