The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბენიამინ ჯანელიძე

Date of birth:1896
Date of death:1972  (at 76 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1929 წელს.

მუშაობდა რიონჰესის მშენებლობაზე ინჟინრად. მისი შემდგომი საქმიანობა 40 წლის განმავლობაში დაკავშირებულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარებასთან. წლების განმავლობაში მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში". 1946 წელს ოთხი წლით მივლინებული იყო შვედეთში ტექნიკური კონტროლის განსახორციელებლად ქარხნებში, სადაც მზადდებოდა ჰიდრომექანიკური და ელექტროტექნიკური მოწყობილობა საქართველოსა და სომხეთის ჰიდროელექტროსადგურებისთვის. ბოლო წლებში მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში" მთავარ სპეციალისტად. მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების - ენგურის, ვარციხის, ნამახვანის, ჟინვალის ჰესების პროექტირებაში. 20 წლის განმავლობაში თავის ძირითად საქმიანობას წარმატებით უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სამჯერ იყო არჩეული თბილისის ქალაქის საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.448

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: