Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჯორბენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოთა ძებნა-ძიების და დამუშავების სპეციალობით 1964 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1964 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქნავთობში" სხვადასხვა თანამდებობებზე: ბურღვის ოსტატი, ბურღვის ინჟინერი, უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამგორის რაიონული საინჟინრო-ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი; 1978 წლიდან - ტრესტ "საქნავთობი"-ს კოშკსამონტაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1986 წლიდან - სატამპონაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1989 წლიდან - "საქნავთობი"-ს ცენტრალური საწარმოო მომსახურეობის ბაზის უფროსი; 1995 წლიდან - ქართულ-შვეიცარული ნავთობ კომპანია "იორის-ველი, ნავთობი და გაზი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; 2007 წლიდან - შპს "სტრეიტ ოილ ენდ გეზ (საქართველოში)"-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.458
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |