The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ჯოჯუა

მურმან ჯოჯუა
დაბადების თარიღი:1955
გარდაცვ. თარიღი:2014  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" 1978 წელს.

1978 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტრესტ "კავკაზელექტრქსელმშენის" მე-8 მექანიზებულ კოლონაში (ამჟამად შპს "კავკასიონი") ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 2003-2008წწ. მუშაობდა შპს "ენერგოტრანსის" მთავარ ინჟინრად; 1986-1990წწ. ტრესტ "კავკაზელექტრქსელმშენიდან" სამუშაოდ მივლინებული იყო სირიაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე მთავარ კონსულტანტად; მისი უშუალო მონაწილეობით აშენებულია მრავალი 110, 220, 330, 500, 750 კვ ელექტროგადამცემი ხაზები, როგორც საქართველოში, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა რესპუბლიკებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონის" მშენებლობაში კარაჩაევო-ჩერქეზეთის, სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.458


გააზიარე: