Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან ჯოჯუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" 1978 წელს. 1978 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტრესტ "კავკაზელექტრქსელმშენის" მე-8 მექანიზებულ კოლონაში (ამჟამად შპს "კავკასიონი") ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 2003-2008წწ. მუშაობდა შპს "ენერგოტრანსის" მთავარ ინჟინრად; 1986-1990წწ. ტრესტ "კავკაზელექტრქსელმშენიდან" სამუშაოდ მივლინებული იყო სირიაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე მთავარ კონსულტანტად; მისი უშუალო მონაწილეობით აშენებულია მრავალი 110, 220, 330, 500, 750 კვ ელექტროგადამცემი ხაზები, როგორც საქართველოში, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა რესპუბლიკებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონის" მშენებლობაში კარაჩაევო-ჩერქეზეთის, სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.458
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |