The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შარდენ ახვლედიანი

შარდენ ახვლედიანი
Date of birth:1923
Date of death:2003  (at 80 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უცხენი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობის, მევენახეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი და მიიღო სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.

1942 წლის თებერეალში მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიაში. ამავე წელს დაამთავრა ქუთაისის უმცროს მეთაურთა სკოლა და ჩაირიცხა 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში. მონაწილეობდა კაეკასიისათვის ბრძოლებში; 1945 წელს დემობილიზებული უბრუნდება საქართველოს და იწყებს მუშაობას სპეციალობით, 1951 წელს მუშაობს საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრაზე ასისტენტად; 1956 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას და 1956 წელს სამუშაოდ გადადის მებაღეობის, მევენახეობის ღა მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც მუშაობს ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1978 წლიდან ხელმძღვანელობს ხეხილის სელექციის განყოფილებას; უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მან სამჯერ შეავსო ხეხილის სამრეწველო ასორტიმენტი. მისი თეორიული ხასიათის სამუშაოებიდან აღსანიშნავია ჩატარებული კვლევა ხეხილის ქართული ჯიშების წარმოების საკითხებზე, აღნიშნული სამუშაო საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დღისერტაციას, რომელიც დაიცვა 1986; 1990 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. სამეცნიერო მოღვაწეობის 45 წლის მანძილზე მან I00-ზე მეტი შრომა გამოაქეეყნა, მათ შორისაა მისი თანაავტორობით გამოცემული საქართველოს მეხილეობის ოთხტომეული. ომის ეეტერანი, პროფესორი, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 12-13

Awards and Honors

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: