The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დარჩიძე

თამაზ დარჩიძე
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ციხისძირი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი. 

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით 2008 წელს; 2008-2010 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში; 2023 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა არქეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: 2006-2007 წლებში თამაზ დარჩიძე იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნიბერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, 2008 წელს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში კი სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; აქტიურად იყო ჩართული სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობებში: 2006-2010 წლებში მონაწილეობდა საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში და მიზნობრივ გასვლებში ტაო-კლარჯეთსა და ფერეიდანში; სტუდენტურ წლებში მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია; 2011 წლიდან მუშაობას იწყებს საჯარო სამსახურში; თავდაპირველად ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის პოზიციაზე დაინიშნა, ხოლო 2012 წელს  - განათლების, კულტურისა და ტურიზმის განყოფილების უფროსია; 2012 წელს ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ დაინიშნა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად; პარალელურად, 2011-2015 წლებში აგრძელებდა მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობას ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში და ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: 2009-2010 წლებში იგი მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად სკოლა "იმედში", ხოლო 2011-2015 წლებში იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი; 2015 წლიდან დაინიშნა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, სადაც იგი 2021 წლამდე მუშაობდა; 2015-2021 წლებში იყო რამდენიმე ინტერდისციპლინური საერთაშორისო კვლევითი პროექტის კოორდინატორი და მონაწილე; 2021-2023 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტში; გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია, მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში კონგრესსა თუ სიმპოზიუმში. იგი არის ა(ა)იპ კავკასიის ინტერდისციპლინური და ინოვაციური კვლევების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის არქეოლოგთა ასოციაცია, წევრი (2023-)
  • მსოფლიო არქეოლოგიური კონგრესი, წევრი (2020-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - საქართველოს ეროვნული პრემია
    მონოგრაფიისთვის "საქართველოს აგრარული კულტურა", რომელშიც მან დაამუშავა საქართველოს ტერიტორიაზე ადრესამიწადმოქმედო კულტურებთან დაკავშირებული არქეოლოგიური მონაცემები
  • 2021 - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელი
    იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: