Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაჟდენ ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი; ფოთის პოლიტექნიკური სასწავლებელი. სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მესტიის რაიონში და აქტიურად ჩაება ზემო სვანეთის აღმშენებლობაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა თემების: ჭუბერის, ნაკრის, ლახამულის და ხაიშის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. შემდგომ წლებში იგი გადაიყვანეს სვანეთის ოქროს მოპოვების (ტოქსინის) სამმართველოს პარტიული ორგანიზაციის მდივნად. მისი საქმიანობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა საავტომობილო გზების მშენებლობის პერიოდში. 1937 წელს დანიშნეს მესტიის რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსად და დიდი შრომა გასწია ჭუბერი, ხაიშის, ნაკრის, ბეჩო, მაზერი, ადიში, მულახი, კალა უშგულის გზების მშენებლობისათვის. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ. ომის პერიოდში იყო სვანეთში შექმნილი მოხალისეთა ბატალიონის წევრი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.451
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |