შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ეფრემიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი და ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო აკადემიის კურსები 1941 წელს. 1941 წლის ნოემბერში გაიწვიეს არმიაში; იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე; იყო ჯერ პოლკის, შემდეგ კი დივიზიის უფროსი ინჟინერი, უფროსი ლეიტენანტის წოდებით; ომის დამთავრების შემდეგ 1945-1946წწ. მუშაობდა მასწავლებლად თბილისის საავიაციო ტექნიკუმში; 1947-1955წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1955-1957წწ. მოსკოვში საკავშირო სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში; 1957-1959წწ. ჩაისა და სუბტროპიკული მანქანების საკონსტრუქტორო-საპროექტო ინსტიტუტში. 1959-1985წწ. (პენსიაზე გასვლამდე) საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის ხელმძღვანელად. მან შექმნა გადიდებულ ელექტრო სიხშირეზე მომუშავე ცხვრის ელექტრო საპარსი მანქანა. გამოქვეყნებული აქეს რამდენიმე საავტორო გამოგონება. ზემაღალი სიჩქარის, მცირე სიმძლავრის ელექტრო ძრავის ავტორი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 40 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |