The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კაკულია

შალვა კაკულია
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1995  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კინია, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1935 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1936-1938 წლებში მუშაობდა კომკავშირის მარტვილის რაიკომის პირველ მდივნად; 1938-1940წწ. გაზეთ "კომუნისტის" სპეციალურ კორესპონდენტად ტყიბულის ზონაში. ფაშისტური გერმანიის მიერ სსრ კავშირზე თავდასხმისთანავე წავიდა მოქმედ არმიაში. იგი იყო პოლიტხელი გენერალ კონსტანტინე ლესელიძის არმიის იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც იცავდა ნოვოროსიისკს, სადაც მძიმედ დაიჭრა. შ. კაკულიამ ქვედა კიდურების სერიოზული დაზიანების გამო ვეღარ შესძლო ფრონტზე დაბრუნება. მან დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 1995 წლისათვის გამოაქვეყნა 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია, რომელთაგან ერთ-ერთ მათგანში "ადამიანის პრობლემა ივ. ჯავახიშვილის მემკვიდრეობაში" (1977) გაანალიზებულია დიდი ქართველი ისტორიკოსის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მემკვიდრეობა. მიღებული აქვს ორდენები და მედლები.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 52-53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: