Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კინია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1935 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1946 წელს. 1936-1938 წლებში მუშაობდა კომკავშირის მარტვილის რაიკომის პირველ მდივნად; 1938-1940წწ. გაზეთ "კომუნისტის" სპეციალურ კორესპონდენტად ტყიბულის ზონაში. ფაშისტური გერმანიის მიერ სსრ კავშირზე თავდასხმისთანავე წავიდა მოქმედ არმიაში. იგი იყო პოლიტხელი გენერალ კონსტანტინე ლესელიძის არმიის იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც იცავდა ნოვოროსიისკს, სადაც მძიმედ დაიჭრა. შ. კაკულიამ ქვედა კიდურების სერიოზული დაზიანების გამო ვეღარ შესძლო ფრონტზე დაბრუნება. მან დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 1995 წლისათვის გამოაქვეყნა 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია, რომელთაგან ერთ-ერთ მათგანში "ადამიანის პრობლემა ივ. ჯავახიშვილის მემკვიდრეობაში" (1977) გაანალიზებულია დიდი ქართველი ისტორიკოსის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მემკვიდრეობა. მიღებული აქვს ორდენები და მედლები. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 52-53 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |