The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია მაისურაძე

ზაქარია მაისურაძე
Date of birth:15 July, 1925  (99 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებლი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის აგროპედ ფაკულტეტი 1954 წელს. 

1943 წლის 23 იანვარს მეცხრე კლასიდან გაიწვიეს წითელ არმიაში. იბრძოდა სმოლენსკში მოქმედი მსროლელი დივიზიის პოლკში ბატალიონის მეთაურის მეკავშირედ. 1944 წლის 12 იანვარს მძიმედ დაჭრილი მკურნალობდა ჰოსპიტალში, სამედიცინო კომისიამ იგი ინვალიდად ცნო და გაათავისუფლა არმიიდან. 1950-I960 წლებში მასწავლებლობდა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეთბის ტექნიკუმში. 1961 წელს გადავიდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1968 წელს. 1969 წელს მიიღო დოცენტის წოდება. დაჯილდოებულია ორდენითა და 7 მედალი.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 69-70

Awards and Honors

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: