The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ნიკოლაძე

იაკობ ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:1798
გარდაცვ. თარიღი:1871  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

იაკობ ნიკოლაძე იყო გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის მამა, მან შვიდი შვილი აღუზარდა საქართველოს - ნატალია, ნიკო, ანასტასია, ვლადიმერი, ოლიმპიადა, ეკატერინე, გიორგი, ეფროსინე, კონსტანტინე ნიკოლაძეები. იაკობი ყმა გლეხის, მამუკა ნიკოლაძის შვილი იყო, რომელიც ბატონს გაექცა და ქართლს შეაფარა თავი. იგი ბავშობიდანვე გამრჯე და ინტერესიანი ყოფილა. "უსწავლელი", ენერგიული და ნიჭიერი გლეხი – ასე ახასიათებდნენ მას. განათლება არ მიუღია, რასაც ძალიან განიცდიდა და ამბობდა: "რაც მე დამაკლდა სწავლის მხრივ, ჩემი მშობლებისაგან, მინდა ჩემს შვილებს მივცეო". იაკობ ნიკოლაძემ ცოლად შეირთო ჯიხაიშელი ელისაბედ ლორთქიფანიძე, განათლებული ქალი, რომელსაც ზეპირად სცოდნია "ვეფხისტყაოსანი" და სხვა ქართული ნაწარმოებები. ელისაბედს ჩვეულებად ჰქონია სადილის შემდეგ, ორი საათი ეკითხა "ვეფხისტყაოსანი" და ამ გზით შვილებსაც ათვითცნობიერებდა. ნიკო ნიკოლაძე იხსენებდა: "დედაჩემი მშვენიერი მწიგნობარი იყო, მთელი "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა, ბევრი სხვა ნაბეჭდს და ხელნაწერ ქართულ წიგნებს მუდამდღე უკითხავდა მამაჩემს, ჩვენ ბავშობიდანვე გვიყვარდა ყურის გდება. ეს კითხვა უკეთესი გართობა იყო ჩვენს სახლში". იაკობ ნიკოლაძემ წარმატებებს უდიდესი შრომითა და გარჯით მიაღწია, ის პირველი კომერსანტი იყო, რომელიც არამარტო რუსეთში, არამედ საქსონიაში "ლეიპციგის იარმორკაზეც" ჩავიდა და საქსონურ ფაიფურსაც აუღო ალღო. აკაკი წერეთელი აღნიშნავდა: "იაკობი ნასწავლი რომ ყოფილიყო, კარგი რამ იქნებდა. ის ხომ შესანიშნავი ჭკუის პატრონი, გამჭრიახი და წინდახედულიაო". იაკობ ნიკოლაძე პირველი ქართველი დიდვაჭარი (ბიზნესმენი) იყო, რომელიც პირველად გავიდა შავი ზღვით ფოთიდან ოდესაში. იაკობ ნიკოლაძე მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის ომებში, სადაც მამაცობისთვის რამდენიმე ჯილდოც, მათ შორის წმინდა გიორგის ჯვარი დაუმსახურებია. იგი პირადად იცნობდა მარი ბროსეს. ნიკო ნიკოლაძის მამა.

წყარო: უცნობი ქუთაისი: facebook.com; მწვანეყვავილა: mwvanekvavila.blogspot.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: