Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლადრედი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1937 წელს. სწავლობდა საქართველოს პარტიულ სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ეცერის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ რაიონული გაზეთის "ახალი სვანეთის" რედაქციაში ინსტრუქტორად. 1940-1942წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ზემო სვანეთის რაიკომის სამხედრო განყოფილების გამგე. 1942-I943წწ. უხელმძლვანელა სპეციალური დანიშნელების პარტიზანულ რაზმს სვანეთის მთებში და დაიმსახურა უფროსი ლეიტენასტის სამხედრო წოდება. 1943 წელს ის დაინიშნა ერთ-ერთი რაზმის მეთაურად. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. ომის შემდეგ მუშაობდა საქართველოს კპ ზემო სვანეთის რაიკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. 1949 წლის სექტემბერში აირჩიეს რაიკომის მდივნად. 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა მესტიის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1968 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცჩიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა და დაიწყო მუშაობა ჯერ ს. ჯანაშიას სახელობის საქართეელოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტეტის უფრს მეცნიერ თანამშროელად. დაიმსახუორა ორდენები და I4 მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 117-119 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |