The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი გოგუა

გივი გოგუა
Date of birth:13 January, 1927  (98 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.

წავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში; პირველსავე ნამუშევრებში გამოავლინა დახვეწილი გემოვნება და სახასიათო მსახიობისათვის დამახასიათებელი კომედიური ნიჭი; კ. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მის მიერ შესრულებული მრავალი როლიდან აღსანიშნავია: პიეტრო, ფესტი, მღვდელი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე", "რიჩარდ III"), მწყემსი (ალ. ყაზბეგის "მოძღვარი"), ლუკა (მ. გორკის "ფსკერზე"), მდივანი (გრ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), რომული (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მათიასი (ბ. პერიალისის "ბაფთიანი გოგონა"), კონდუქტორი (მ. სებასტიანის "უსახელო ვარსკვლავი"), გურამი (ო. იოსელიანის "ცეცხლთან თამაში"), შალვა (აკ. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), პულჩინელა (ედუარდო დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), ბარონი (ალფრედ დე მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის"), პანტალონე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), სოფოკლე (ჯ. ფლეჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), რაბინი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ანუჩკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), გლახუნა (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), გიდი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლობი (ფ. დიურენმატის "მილიარდერის ვიზიტი") და სხვა; გ. გოგუას გარკვეული დამსახურება მიუძღვის თბილისის პანტომიმის  თეატრის ჩამოყალიბებაში; იგი რამდენიმე პანტომიმური სცენის თანაავტორი და მუსიკალური გამფორმებელია, მათ შორის აღსანიშნავია: "გაათავისუფლეთ სიმღერა", "უკანასკნელი ზარი", "მუშკეტერის სიკვდილი". ეწეოდა ინტენსიურ საგასტროლო-საესტრადო მოღვაწეობას.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.7

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: