Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ხონელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: 1905-1910 წლებში ხონის დრამწრეში, 1910-1912 წლებში თბილისის თეატრებში, 1912-1913 წლებში სეზონში ქუთაისის თეატრში, 1919 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე; 1920 წელს კვლავ განაგრძო მსახიობობა. მუშაობდა შემდეგ თეატრებში: 1920-1923 წლებში ბათუმში, 1923-1926 წლებში ჭიათურის თეატრში. 1928 წელს ისევ ქუთაისის თეატრში დაბრუნდა. ძირითადად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორის აღსანიშნავია: კოწო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნეს ქორწინება"), პავლე (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), ვიქტორ ბუყიაშვილი (ტრ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა"), კოხტაია, ზაქარა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ელიზბარი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), ხოჯა სულეიმანი (ილ. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), პეჩენეგოვი (მ. გორკის "მტრები"), ლუპაჩევი (ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), ადმირალი მილიცინი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), სვატაევი (კ. სიმონოვის "უცხო აჩრდილი"), გრაფი ნეიპერი (ვ. სარდუს "მადამ სან ჟენი"). შ. ხონელის ცხოვრება და შემოქმედება განსაკუთრებულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრთან. იგი ამ თეატრის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად მიიჩნეოდა და ერთობ კოლორიტული და ემოციური მგზნებარების მსახიობს, მაყურებელთა შორის სავსებით დამსახურებულად ჰქონდა მოპოვებული პოპულარობა და სიყვარული. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.8 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |