Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ხერხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი 1962 წელს. 1962 წლიდან ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობია. ნათამაშები აქვს 200-ზე მეტი როლი. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოსოია (ნ. დუმბაძე "მე ვხედავ მზეს", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), ოსვალდი (იბსენი "მოჩვენებანი", რეჟ. მ. იმედაძე), დათიკო (ი. ჭავჭავაძე "გლახის ნაამბობი", რეჟ. აკ. ვასაძე), იეთიმ გურჯი (ო. მამფორია "იეთიმ გურჯი", რეჟ. ი. მაცხონაშვილი), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკი "პლატონ კრეჩეტი", რეჟ. ა. ტუმილოვიჩი), პორფირი (დ. კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება", რეჟ. შ. კობიძე), მეფე გიორგი (კ. გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენა", რეჟ. გ. ქავთარაძე), ბატონი ამილკარი (ივჟამიაკი "ბატონი ამილკარი", რეჟ. ე. ეგაძე), მირვანოზი (ი. სამსონაძე "აბეშურა-ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი", რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), აქტიორი (აკაკი "სამეფოო, ძველთა-ძველო", რეჟ. ნ. ლორთქიფანიძე), გრენგოლმი (შ. დადიანი "გუშინდელნი", რეჟ. გ. სიხარულიძე); 1980-1998წწ. იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე; ფილმოგრაფია: "პირველი მერცხალი" - ვახტანგი (1975), "გასეირნება თბილისში" (ნამდვილი თბილისელი და სხვები) (1976), "ბაკულას ღორები" - ალექსანდრე შარიქაძე (1976), "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ვაჟა (2017). მას 6-ჯერ გადაეცა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 2010 წელს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ გაიხსნა ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; ქუთაისის ლ. მესხიშვილის დრამატული თეატრი: meskhishvili-theatre.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |