Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ბალანჩივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1929 წელს (გიგო გაბაშვილის კლასი). სწავლის პერიოდში თამარ ბალანჩივაძე გათხოვდა გერმანელზე, გვარად ხაგენზე, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ მოქალაქეობის შეცვლა ან ქვეყნის დატოვება მოთხოვა, ხაგენმა საბჭოთა კავშირი დატოვა. თამარ ბალანჩივაძე თეატრის მხატვარი გახდა. თანამშრომლობდა მარჯანიშვილთან, ასევე მუშაობდა ელენე ახვლედიანთან ერთად. მერე კი ლენინგრადში დაბრუნდა. მუშაობდა მხატვრად სერგეი ობრაზცოვის თოჯინების თეატრში. თამარ ბალანჩივაძე ტრაგიკულად დაიღუპა 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადის დროს. მას საშუალება ჰქონდა მატარებლით დაეტოვებინა გერმანელებით გარშემორტყმული ქალაქი, მაგრამ მატარებელი დაიბომბა ქალაქ ტიხორეცკის მახლობლად და მის შესახებ ოჯახს აღარაფერი სმენია. კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, ანდრია ბალანჩივაძისა და ჯორჯ ბალანჩინის და. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქივში დაცულია თამარ ბალანჩივაძის ერთადერთი, მაღალი ღირებულების ფერწერული ნამუშევარი. წყარო: საკვირველი ძალა გენეტიკისა! : ბალანჩივაძეთა საგვარეულო გამოფენა / რუსუდან ქუთათელაძე // მუსიკა : საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2014.- N4(22).- გვ.13-21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |