Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ კვაჭანტირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოქროსქედი, ოზურგეთის რაიონი. სწავლობდა ხარკოვის მუსიკალურ სასწავლებელში. 1909 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ვარშავის კონსერვატორიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1901 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გადაწყვეტილებით გიმნაზიის დირექტორად იოსებ ოცხელი დაინიშნა, გიმნაზიის სიმებიან ორკესტრს ხელმძღვანელობდა არტემ კვაჭანტირაძე. იგი ავტორია პირველი ქართული ვალსისა "გურულების სიზამარი", რომელიც ნასაკირალის ბრძოლას მიეძღვნა. ვალსი დაიბეჭდა 1906 წელს მოსკოვში გროსეს მუსიკალური ლიტერატურის ლითოგრაფიაში. იოსებ ოცხელის შემწეობით იქვე დაიბეჭდა არტემ კვაჭანტირაძის მეორე ვალსი "დარდი საქართველოზე", რომელიც წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ეძღვნებოდა. ეს ვალსი პირველად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ილიას მკვლელობის წლისთავზე იქნა შესრულებული. არტემ კვაჭანტირაძეს, გარდა ამ ორი ვალსისა, სხვა მუსიკალური ნაწარმოებებიც ჰქონდა დაწერილი, მათ შორის ოპერა, თუმცა ისინი არ შემორჩენილა. წყარო: პედაგოგ-კომპოზიტორი არტემ კვაჭანტირაძე : 1879-1919 / ვ. სიდამონიძე // თეატრალური მოამბე. - 1977. - N12. - გვ.82-85; ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი უცნობი მუსიკალური ნაწარმოები : ვალსი "დარდი საქართველოზე" არტემ კვაჭანტირაძის მუსიკალური ნაწარმოები/ ვახტანგ სიდამონიძე //საბჭოთა ხელოვნება.-თბილისი,1959.-N1.- გვ.48 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |