Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ვაჩნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კოლაგი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა იაროსლავის სამხედრო პროგიმნაზია; თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი; ოფიცერთა სამწყობრო სკოლა 1897 წელს. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1875 წლის 19 ივლისიდან. მსახურობდა გრენადერთა მე–16 მინგრელსკის პოლკში. რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და I მსოფლიო ომების მონაწილეა. 1909 წლიდან იყო თბილისის მე-15 გრენადერთა პოლკის მეთაურის მოადგილე; 8 წელი ხელმძღვანელობდა ასეულს, 5 წელი – ბატალიონს. 1914 წლის 20 მარტიდან მეთაურობდა შემახის 205–ე ქვეითთა პოლკს. კონსტანტინე ვაჩნაძე გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან. სამხედრო წოდებები: პრაპორშჩიკი (16.04.1878), პოდპორუჩიკი (18.04.1883), პორუჩიკი (18.04.1887), შტაბს–კაპიტანი (15.03.1895). გენერლის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ. წყარო: რუსეთის არმიის ოფიცრები: ria1914.info; გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე/ლ. დოლიძე. - თბ. 2003.- გვ. 56: dspace.nplg.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |