The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იზეთ ირემაძე

იზეთ ირემაძე
Date of birth:25 February, 1898  (127 years)
Date of death:19??
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხომრისი, ქედის რაიონი.

ქართულ ცეკვებს თავის თანატოლებთან ერთად სოფლად გამართულ ტრადიციულ  დღესასწაულებზე უფროსებისგან სწავლობდა, ეუფლებოდა მშობლიური  "ხორუმისა" და "განდაგანას" რთულ ილეთებს, რამაც ის კარგ მოცეკვავედ აქცია; 1926 წლიდან "მთიულურისა" და "განდაგანას" ორიგინალური შესრულებით ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა თვითმოქმედი ანსამბლის შემადგენლობაში; განსაკუთრებით გამოირჩეოდა "ხორუმში"; იგი მოცეკვავეთა ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა  როგორც ქორეოგრაფი, კონცერტებით გამოდიოდა ბახმაროში, ოზურგეთში, ქობულეთში, ბათუმში და სხვა. არის აჭარისა და საქართველოს მხატვრული თვითშემოქმედების ოლიმპიადების მონაწილე; 1949 წელს წარმატებით გამოვიდა მოსკოვში გამართულ საკავშირო დათავალიერებაზე. არის ქართული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო .- თბ.,2008.- გვ. 23

Awards and Honors

  • 1975 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე

Share: