Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა შეყილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბალღოჯიანი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1985 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა მაკროეკონომიკის მიმართულებით. 1988-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1994წწ. ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ყვარლის რაიონის გამგეობაში (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე); 1994-1996წწ. იყო სს "აგრომრეწვბანკის" ყვარლის განყოფილების მმართველი; 1996-2000წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკის" გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა; 2002-2008წწ. მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარი კონტროლიორის თანამდებობა ეკავა; 2008-2014წწ. საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა; აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 2014-2023წწ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს; 2023 წლის 11 აპრილიდან არის საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე. წყარო: ახალი ამბები ბიზბესში: bm.ge; საჯარო აუდიტის ინსტიტუტი: sai.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |