შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ფარცხალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია 1947 წელს. სტუდიის დამთავრების შემდეგ იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორის ასისტენტი; 1949 წელს ზუგდიდის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: მოძღვარი (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), დომენტი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ავტორი (გაბუნიას "სამეგრელოს მთავარი"), პავლე (გ. ერისთავის "გაყრა"); 1955 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობს მსახიობად, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: სერაფიონი (დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"), შიშკინი (მ. გორკის "მდაბიონი"), კრასავინი (ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), გაიგასბორნი (ზაიცეკის "რობინ ჰუდი"), სტეპანი (მ. შატროვის "რევოლუციის სახელით"), კრისტი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), დათვი (ე. შვარცის "წითელქუდა"), დურემარი (ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი"), დევი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.14
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |