Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ფარცხალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია 1947 წელს. სტუდიის დამთავრების შემდეგ იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორის ასისტენტი; 1949 წელს ზუგდიდის თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: მოძღვარი (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), დომენტი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ავტორი (გაბუნიას "სამეგრელოს მთავარი"), პავლე (გ. ერისთავის "გაყრა"); 1955 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობს მსახიობად, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: სერაფიონი (დ. კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება"), შიშკინი (მ. გორკის "მდაბიონი"), კრასავინი (ნაიდენოვის "ვანიუშინის ოჯახი"), გაიგასბორნი (ზაიცეკის "რობინ ჰუდი"), სტეპანი (მ. შატროვის "რევოლუციის სახელით"), კრისტი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), დათვი (ე. შვარცის "წითელქუდა"), დურემარი (ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი"), დევი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.14
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |