Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან ფურცხვანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1970წწ. მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად ქუთაისის თეატრში, რეჟისორად - ქუთაისის თოჯინების თეატრში (1970), ხოლო 1974 წლიდან მთავარ რეჟისორად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში; აგრეთვე ხელმძღვანელობდა კულტურის სახლს (1956-1960), რკინიგზის კლუბის (1960-1962), საავტომობილო ქარხნის კლუბის თვითმოქმედ დრამატულ კოლექტივებს, 1968 წელს - ტყიბულის სახალხო თეატრს; მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის დრამატულ თეატრში: გრ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში", ა. მიროდანის "სახელგანთქმული 702", ა. აბშილავას "ადამიანი დაბრუნდა" და "ცისფერი მდინარე", ი. ვაკელის "ხელაშვილების ოჯახი" და "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", დ. თაქთაქიშვილის "მგლები", ე. რანეტის "ბრაკონიერები", რ. ბეროძის "ახირებული", დ. კვიცარიძის "როცა სიცოცხლე გეძახის", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", ამბროჯის "ბიუროკრატოზავრები", კ. გუდრიჩის, ა. ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური", ო. იოსელიანის "თეთრი ქალიშვილი", ე. რაძინსკის "ერთხელ ახალი წლის ღამეს", ა. ჩხაიძის "ჩინარის მანიფესტი"და სხვა; ქუთაისის თოჯინების თეატრში განახორციელა: ნ. ლომოურის "ქაჯანა", ტ. ხავთასის "თხუპნია", ო. მამფორიას "მტრედები", ნ. დარსაველიძის "ცერცეტა", ლ. წერეთლის "ეშმაკუნები" და "დილა ტყეში", ე. ჟორჟოლიანის "სიზმარა", ეკ. გაბაშვილის "მაგდანას ლურჯა", ნ. კასიანის "ორი ბოკვერი", დ. ხუროძის "ძმა ძმისთვის", კ. მაჭარაძის "დათუნიას სამართალი", ვ. იაქაშვილის "იადონა", დ. ხუროძის "უკუდოები" და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.19
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |