The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან ჭრიკიშვილი

რუსუდან ჭრიკიშვილი
Date of birth:12 July, 1958  (66 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქართული ცეკვების სახელმწიფო სკოლა სტუდია 1975 წელს.

1975-1991წწ. მუშაობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში (ხელმძღვანელები: ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი), სადაც სრულყოფილად დაეუფლა ქართული ხალხური ცეკვების შესრულებას და მალე წამყვანი სოლისტი გახდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვა "ქართულში", სადაც ავლენდა ამ პოპულარული ცეკვისათვის დამახასიათებელ სინატიფეს, გამომსახველობასა და შესრულების მაღალ კულტურას. რ. ჭრიკიშვილი ანსამბლთან ერთად წარმატებით გამოდიოდა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ის პედაგოგიურ  საქმიანობას ეწევა ქორეოგრაფიულ ანსამბლში "სამეფო", ასევე ბავშვთა ქართული ცეკვების ანსამბლში "მომავლის ვარსკვლავები".

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.79-80

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: